გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: საქართველო კვლავ ადასტურებს ლიდერ პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" თანახმად, კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

27-09-2021

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ადასტურებს ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" თანახმად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით. ასევე ევროპის ქვეყნებს შორის მე-12-ეა „საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების" კომპონენტში. ჩვენ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმების აღებული კურსი განვამტკიცოთ," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად მსოფლიოს 214 ქვეყანას შორის საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი", „ხელისუფლების ეფექტურობა", „კანონის უზენაესობა", „რეგულაციების ხარისხი" და სხვ.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გამოყო იმ საჯარო მოხელეთა ღვაწლი, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მსოფლიო ბანკის ინდიკატორების გაუმჯობესება მოხდა. „ისინი თავისი ყოველდღიური შრომით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გამყარებას უწყობენ ხელს", - განაცხადა მინისტრმა.


აღსანიშნავია, რომ „კორუფციის კონტროლის" მიხედვით, ზედიზედ მეოთხედ, საქართველო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების" კომპონენტში კი მსოფლიოში მე-20 და ევროპაში-მე-12 ადგილზე გავიდა.


„ხელისუფლების ეფექტურობის" კომპონენტის მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე გავიდა. კონტინენტური ევროპის ქვეყნების მიხედვით კი მე-19 ადგილით საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ნატოს წევრ 12 და ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს, მათ შორის, იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის" მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.


მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ორგანიზაციისა და კვლევითი ცენტრის მიერ შეფასებულ ამ კომპონენტშიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" მეთოდოლოგიით გადამუშავდა და მსოფლიოს 180 ქვეყანაში ბიუროკრატია შეფასდა 2 პრინციპით: 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.


World Governance Indicators კვლევითი მონაცემები სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მათ შორის: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, Freedom House, Economist Intelligence Unit (EIU), The Gallup Organization, Bertelsmann Transformation Index (BTI), International Fund for Agricultural Development, Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame, IHS Markit, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.