გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათ ფასდაუდებელი წვლილი აქვთ ჩვენის ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში

27-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორს და მის თითოეულ წარმომადგენელს პროფესიულ დღეს - მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს, რომელიც ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება.


„მინდა, მივულოცო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა მონაწილეს ეს მნიშვნელოვანი დღე, მინდა მივულოცო თვითონ ამ დარგს და ჩვენს ქვეყანას, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, მიუხედავად კოვიდ-პანდემისაა, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია საკმაოდ მდგრადი გამოდგა ამ შოკის მიმართ", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად პანდემიის მიერ მიყენებული ძალიან დიდი დარტყმისა - კერძოდ, წელს ქვეყანამ უკვე მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. „ამაში ძალიან დიდი დამსახურებაა თითოეული იმ ადამიანის, თითოეული იმ მეწარმის, მცირე სასტუმროს, რესტორნის, თუ ტურისტული კომპანიის მფლობელის, ტურისტული გიდის - ვინც წლების მანძილზე შრომობს ამ ძალიან მნიშვნელოვან დარგში და ამ პროფესიას ემსახურება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე მაღალი ტემპით მიმდინარეობს საერთაშორისო ფრენების აღდგენა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არსებული სურათი კი მომავალი წლისთვის სექტორთან მიმართებაში ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა.


„თუ შევხედავთ ჩვენი საერთაშორისო ფრენების აღდგენის ინდიკატორებს - დაახლოებით 70%-ით არის საერთაშორისო ფრენები, მიმართულებები აღდგენილი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, რაც საკმაოდ კარგი ტემპია. ასევე ისიც სასიამოვნოა, რომ ტრადიციულ ავიაკომპანიებთან ერთად ახალი ავიაკომპანიები შეემატა ჩვენს ცას, მათ შორის ლოუკოსტერები - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალ წელს ეს ინდუსტრია უკვე მაქსიმალურად სრულყოფილად იქნება აღდგენილი. და მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვინც შრომობს საქართველოს ტურიზმის სექტორში, დღევანდელი, მსოფლიო ტურიზმის დღე", - განაცხადა ნათია თურნავამ.