გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სიღნაღში 26 წლის ქალს მამამ ცემის შედეგად კისრის მალები მოტეხა

21-04-2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 26 წლის ქალი მამამ სასტიკად ცემა. შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული ჯერ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაიყვანეს. ადგილობრივი კლინიკის დირექტორის, ოთარ რუაძის თქმით, პაციენტ ქალს კისრის მალები აქვს მოტეხილი.

„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ჩვენთან სერიოზული დაზიანებებით შემოიყვანა. რენდგენოლოგიური კვლევით კისრის მალების მოტეხილობა ჰქონდა და საჭიროებდა ტომოგრაფიულ გამოკვლევას, რის გამოც კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს“, - ამბობს ოთარ რუაძე.

26 წლის ქალი სოფელ ნუკრიანში მშობლებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ქალის მამა უკვე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

reginfo.ge