გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 458.02 მლნ ლარით გაიზარდა

27-09-2021

მიმდინრე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 458.02 მლნ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.47 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 57.49 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.11 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.38 პროცენტია.

2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.