გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერიას აგრძელებს

27-09-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ვებინარების ყოველთვიური სერია იმართება სახელწოდებით „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“.


დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა ოთხი ვებინარი, ხუთი სხვადასხვა თემატიკით, რომელმაც მოიცვა ტურიზმის ძირითადი სფეროები, ესენია: სასტუმროები, საავიაციო ბაზარი, ტურიზმის კვლევითი კომპანიები, ტურიზმის მეგამონაცემები. მეხუთე ვებინარის ფარგლებში დაგეგმილია ტურისტული კომპანიების, გიდების, ღვინის მარნების თემატიკის დაფარვა. თითოეული ვებინარი გამოირჩევა განსაკუთრებული ინტერესით, რაც გამოიხატება რეგისტრირებული ადამიანთა და ჩანაწერის ნახვის რაოდენობის სიმრავლით.


ვებინარის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ : ინტერაქტიურ გამოკითხვაში მიიღონ მონაწილეობა და ასევე სპიკერებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხი; მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკის შესახებ ; სფეროს ექსპერტებისგან მიიღონ რეკომენდაციები კოვიდის პირობებში ბიზნეს საქმიანობის წარმატებული მართვისთვის.