გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

იოსებ ხახალეიშვილი: მნიშვნელოვანია ქუთაისის თანაბარი განვითარება და ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა

28-09-2021

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი შენგელიასთან ერთად ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

იოსებ ხახაეიშვილმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მერობის კანდიდატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის თანაბარი განვითარება და ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

„ქუთაისი რეალურად გახდება კულტურის და განათლების ცენტრი, ეკოქალაქი და ტურისტული ჰაბი საკუთარი ისტორიის, მდებარეობის, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის დამსახურებით. ყველა ახალი იდეა ამ კონცეფციის გარშემო უნდა განვითარდეს",-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.