გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში 1300-ზე მეტი წარმოება დავაფინანსოთ

28-09-2021

„ჩვენი პრიორიტეტია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ექსპორტი გაიზარდოს და იმპორტი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ჩვენი ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით. თუ ბოლო წლების მანძილზე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მართლაც ასობით წარმოება დავაფინანსეთ და მილიარდამდე ლარი დავხარჯეთ ამისთვის, გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში გავიმეოროთ და გადავაჭარბოთ ამ წარმატებას და სულ მცირე, 1300-ზე მეტი წარმოება დავაფინანსოთ და 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციის მობილიზება გავაკეთოთ, რაც არის ძალიან ამბიციური, მაგრამ შესრულებადი გეგმა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ თბილისში, კომპანია „იტონგი კავკაზუსის" საწარმოს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე დიპლომატიური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


YTONG გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მსოფლიო ლიდერია მაღალ ტექნოლოგიურ სამშენებლო მასალის წარმოებაში. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი YTONG-ის ქარხანა ფუნქციონირებს. „იტონგის" ქარხანა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა. კომპანია „იტონგის" მაღალტექნოლოგიურ აგურს აწარმოებს და საქართველოს გარდა, პროდუქციის გატანას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმოში კი 200-მდე ადამიანი დასაქმდება. „არქიმ" აღნიშნული ქარხანა YTONG-ის მფლობელ გერმანელ პარტნიორებთან, „ქსელა ჯგუფთან", „საპარტნიორო ფონდთან" და „თიბისი" ბანკთან ერთად განახორციელა. მოგვიანებით პროექტის პარტნიორებს „ბკ ქონსტრაქშენი" შემოუერთდა.


„ეს წარმატებული პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი ხელისუფლებასა და ინვესტორებს შორის. ეს არის უაღრესად მაღალტექნოლოგიური წარმოება, გერმანული ტექნოლოგია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ დავაფინანსეთ და კვლავაც დავაფინანსებთ იმპორტის ჩამნაცვლებელ წარმოებებს, რადგან უკვე დღეს, ეს პროდუქცია, მაღალტექნოლოგიური გაზობლოკი გაუწევს კონკურენციას საუკეთესო იმპორტულ ანალოგებს" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში," რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო, ნამდვილად ასრულებს თავის დანიშნულებას.


„ვხედავთ რა ამ პროგრამის ძალიან დიდ ეფექტურობას, საჭიროებას და ჩვენი პრიორიტეტია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ექსპორტი განვითარდეს და იმპორტი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით, გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმა, რომელიც ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაცხადდა - ეს არის უახლოეს ორ-სამ წელიწადში 1300-ზე მეტი წარმოების დაფინანსება და 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციის მობილიზება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.