გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია

29-09-2021

ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ბაქოში, ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოში - აზერბაიჯანში, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია; ჩემი ვიზიტი წელს უკვე რიგით მეორეა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; მინდა, გავიხსენო ჩვენი ნაყოფიერი შეხვედრა ჩემი პირველი ვიზიტის დროს და როგორც მაშინ მოვილაპარაკეთ, ახლა ვატარებთ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მერვე სხდომას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.


„რიგი ფაქტორებისა და გარემოებების გამო, ეს კომისია, 10 წელია, არ გამართულა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს უკვე შევიკრიბეთ ამ კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, მიმართულებით. ინვესტიციების კუთხით, აზერბაიჯანი, რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია, ჩვენს ქვეყანაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ვთქვით, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება და ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, კიდევ მეტი ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა არა მხოლოდ ვაჭრობისა და ეკონომიკის, არამედ, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კულტურის მიმართულება. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან. მინდა, ამისთვის საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა. ჩვენ ბოლო წლებში ვაჩვენეთ დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ მჯერა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია და აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად ათვისება. დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველა მიმდინარე საკითხი და დავსახოთ სამომავლო გეგმები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.