გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

24 საათში კოვიდ ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 266 პირი

30-09-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 047 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 685 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 362 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.65%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 266 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 79, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 969 საიდანაც: 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 513, აჭარაში - 400, იმერეთში - 896. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 124, იმერეთში - 296. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 22, იმერეთში - 27. 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 195 - აჭარაში. 14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 583 ადამიანი.