გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შეზღუდვები ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე

23-11-2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ-38-კმ-55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობას, მათი გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გარდა ამისა, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეზღუდული.


წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"