გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი; მინდა, უწყების თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პატრიოტიზმისა და ქვეყნის სამსახურისთვის

30-09-2021

ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, მინდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პატრიოტიზმისა და ჩვენი ქვეყნისადმი სამსახურისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქვეყანას და მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს, მათ ყველამ პატივი უნდა სცეს და მადლობა გადაუხადოს.


„ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას, რა იყო აქედან, შესაძლოა, კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.