გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში

30-09-2021

ჯერ კიდევ აპრილის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური მოწვევა, წერილი გაუგზავნა ეუთო/ოდირს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გარდა, ჩართულნი არიან NDI, IRI-ის ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები.


„ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, მთავრობა იღებს ვალდებულებას, პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.