გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს

30-09-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.


როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.


აღსანიშნავია, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნეს პროექტების თანადაფინანსებას 1 ლარის ოდენობით, მაგალითად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების შემთხვევაში, მოაქვს 15,7 ლარის ინვესტიცია, ქვეყნის მშპ - ი იზრდება 8.7 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 5 ლარზე მეტი შეაქვს. რაც შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებს, მათ მიერ პროფილურ ბიზნესებში განხორციელებულმა 1 ლარმა 4.4 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების სარგებლიანობაზე.


პროგრამების შთამბეჭდავი შედეგების ნახვა შესაძლებელია ბენეფიციარების რუკაზე, რომელიც განთავსებულია საიტზე - www.programs.gov.ge. აქვე სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოვონ წარმოება ან ფერმერული მეურნეობა და რაც მთავარია, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მთავრობასთან ერთად ეკონომიკის განვითარებაში.