გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: იციან, რომ მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ

30-09-2021

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათ პრაქტიკულად არ უმუშავიათ.


„ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის. მათ იციან, რომ მარცხდებოდნენ და მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ არავითარი პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.