| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
30-09-2021
ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის მიუხედავად, ისინი 2 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.