გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება

30-09-2021

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მხარის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილები მოინახულა და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.


იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი. მათში ქორწინების სახლებიც განთავსდება.


თერჯოლისა და ზესტაფონის იუსტიციის სახლებში ჯამში სსიპ იუსტიციის სახლის 40- მდე თანამშრომელი დასაქმდება. მათთან ერთად განთავსდებიან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სსიპ-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ. ზესტაფონსა და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.