| « იანვარი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
1-10-2021
„მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და დავიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს ძლიერი მხარდაჭერისთვის" - ავთანდილ თალაკვაძე.
"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში - მაკვანეთში, ლიხაურსა და დაბა ნასაკირალში გამართა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას გააცნო საარჩევნო პროგრამა, 8 პუნქტიანი გეგმა და ახალი ინიციატივები ოზურგეთისთვის.
„ ორთვიანი საარჩევნო კამპანია დავასრულეთ ოზურგეთში. ქალაქის თითოეულ უბანში და სოფლებში გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა: წყალი - წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; ინფრასტრუქტურის განახლება - შიდა გზები, ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია, სკვერები და საზოგადოებრივი სივრცეები, გაზიფიკაცია, კანალიზაცია, გარემოს ადაპტირება; ტრანსპორტი - თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა და ავტობუსები ოზურგეთს; ღირსეული საცხოვრისი - საბინაო პრობლემების მოგვარება; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა - 4 ტრადიციული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობა; სპორტი ყველასათვის - სტადიონები და სპორტული წრეები ახალგაზრდებისთვის; ეკოლოგია და გარემოს დაცვა - ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა; დასაქმება - ახალი საინვესტიციო პროექტები, სტარტაპები ახალგაზრდებისთვის, პროფესიული განათლება. მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს ძლიერი მხარდაჭერისთვის!"- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.