გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია

1-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ახალციხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ, მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს ეწვია, მის საქმიანობას ადგილზე გაეცნო და მუზეუმის ხელმძღვანელობასთან უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრა დაგეგმა. მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების საცავის არარსებობა, დროულ რეაგირებას საჭიროებს, მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს უნიკალური ექსპონატებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მუზეუმთან.


ამასთან, მინისტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად რეაბილიტირებული სამხატვრო სკოლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


თეა წულუკიანმა სამხატვრო სკოლის გახსნისას აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა და მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში. მინისტრმა სკოლის შენობა დაათვალიერა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.


ინფორმაციისთვის, ახალციხის სამხატვრო სკოლის ახლად რეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სასწავლო პროცესის ყველა საჭიროებას. პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 294 998 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდა როგორც სკოლის შიდა, ისე გარე სივრცე. თანამედროვე სასკოლო სტანდარტების მიხედვით მოეწყო სასწავლო ოთახები და საგამოფენო დარბაზი, სადაც მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრების წარდგენასა და სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობების განხორციელებას შეძლებენ.


სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს. სამხატვრო სკოლაში მათ შეუძლიათ ხატვის, ფერწერის, მოდელირებისა და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლა. ახალციხის სამხატვრო სკოლაში 270-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.


თეა წულუკიანმა ვიზიტის ფარგლებში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელსაც ახალციხელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარს აღემატება. ახალი სპორტული კომპლექსის პროექტი თანამედროვე, მულტიფუნქციური სტანდარტების მიხედვით აშენებულ სპორტულ სივრცეებს ითვალისწინებს. სპორტულ კომპლექსში დიდი და მცირე საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზები მოეწყობა, ასევე რეაბილიტირდება სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც.


ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სსიპ ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ეწვია.


სსიპ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კი მინისტრი შეხვდა თეატრის ხელმძღვანელობას და დასს, და მათთან ერთად გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა დრამატული თეატრის ხელმძღვანელობას და დასს იმისათვის, რომ რთულ პირობებში, პრაქტიკულად ენთუზიაზმის საფუძველზე უწევთ მუშაობა და აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარე წლიდან სამინისტრო დაიწყებს ახალციხის დრამატული თეატრის მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობას.