გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ იწყება

1-10-2021

პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის შეთანხმება„ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელების შესახებ”გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს გარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისმინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,ნათია თურნავამ, გერმანიისსაერთაშორისოთანამშრომლობისსაზოგადოების (GIZ) საქართველოსოფისისხელმძღვანელმა, კარლტესტენსენმა და პროექტის ECO.Georgia-ს ხელმძღვანელმა, ლუტც იარჩინსკიმ.


„ვიწყებთ პროექტს, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ 47 მლნ ევროს საგრანტო დაფინანსებას ითვალისწინებს და დაგვეხმარება ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში, ენერგოეფექტური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ტყის მართვის გაუმჯობესებაში.პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, გაძლიერდება და გაუმჯობესდება ტყისა და ტყის რესურსების კონტროლი, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. პროექტი ხელსშეუწყობს ტყისახალი კოდექსის დანერგვას და ახალი მიდგომების აღსრულებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პროექტის განხორციელებისთვის, GCF-ის სამეთვალყურეო საბჭომ, 2020 წლის აგვისტოში, 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტიდაამტკიცა. პროექტის, რომლის ხანგრძლივობა 7 წელია (2021-2027 წწ), თანადამფინანსებლები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (10 000 000 მილიონი ევრო) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა (4 090 000 მილიონი ევრო).


„საქართველოში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელიც ტყით ეფექტიანი სარგებლობის სისტემის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საქართველოს მხარდამჭერები არიან მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები - კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ),ასევე გერმანიის და შვეიცარიის მთავრობები და გვეხმარებიან პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ენერგოეფექტურობის ამაღლებისთვის, ასევე ეკოტურიზმის განვითარებისთვის“, - აღნიშნანათია თურნავამ.


პროექტი, ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.


აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ უპირობო და განსაზღვრული პირობით ვალდებულებების შესრულებას, ასევე ტყის ახალიკოდექსის აღსრულებას. პროექტი საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი ოზურგეთი და ჩოხატაური)მოიცავს.


ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ტესტენსენმა სამინისტროს ეზოში GIZ-ის ახალი ოფისი გახსნეს.


შეთანხმებაზე ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოშიჰუბერტ კნირში, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოშიქრისტიან შონენბერგერი, დიპლომატიური მისიების და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.