გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ჩვეულებრივი კლოუნია და მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა

1-10-2021

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ეს ნამდვილად ვიცი - ამის შესახებ განცხადება პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კლოუნია.


"ის რომ კლოუნია მე ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ და ასე შემდეგ...


მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, მის მიერ გავრცელებული ვიდეო არ არის ბათუმში გადაღებული.


რაც შეეხება თავად ვიდეოს, აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და პასუხს ძალიან მარტივად გაგცემენ" - განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ამტკიცებს, რომ ის საქართველოშია, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.