გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში რეაბილიტირებული სამხატვრო სკოლა გაიხსნა

1-10-2021

ქალაქ ახალციხეში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო სკოლა გაიხსნა. სამხატვრო სკოლა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სამხატვრო სკოლის დირექტორმა ლელა ფერაძემ გახსნეს.


ახალციხის სამხატვრო სკოლის რეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სასწავლო პროცესის ყველა საჭიროებას.


პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 998 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდა როგორც სკოლის შიდა, ისე გარე სივრცე. თანამედროვე სასკოლო სტანდარტების მიხედვით მოეწყო სასწავლო ოთახები და საგამოფენო დარბაზი, სადაც მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრების წარდგენასა და სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობების განხორციელებას შეძლებენ.


თეა წულუკიანმა სამხატვრო სკოლის გახსნისას აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა და მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში. მინისტრმა სკოლის შენობა დაათვალიერა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.


აღსანიშნავია, რომ ახალციხის სამხატვრო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს. სკოლაში მათ შეუძლიათ ხატვის, ფერწერის, მოდელირებისა და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლა. ეუფლებიან კომპოზიციაზე, ქანდაკებაზე, მინანქარზე, კერამიკასა და თექაზე მუშაობას. ასევე, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ხალიჩების ქსოვას ისწავლიან.ახალციხის სამხატვრო სკოლაში 270-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.