გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა წოწერია ზუგდიდელებს მიმართავს

1-10-2021

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით ზუგდიდი ორ ოქტომბერს ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და აირჩევს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ზუგდიდელებო!


მოგმართავთ ერთ-ერთ თქვენგანი, რომელსაც ზუგდიდმა მომცა ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, მასწავლა სიყვარული და ერთგულება ქვეყნის, ოჯახისა და მოყვასის.


ზუგდიდი ჩემთვის მორალური ზღვარია, რომელსაც ყველაზე რთულ და კრიტიკულ ვითარებაშიც არ უნდა გასცდე, ზუგდიდელობა კი უდიდესი პატივი და კეთილი ბედისწერაა.


ამიტომაც, ჩემთვის ზუგდიდის მერობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა კეთილმსახურების, მსახურების ფიქრით, სიტყვითა და საქმით. სწორედ ამ პრინციპებით გავერთიანდით „ქართული ოცნების" გუნდი, რომლისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია. თქვენთან ურთიერთობამ ზუსტად დაგვანახა თუ რა სჭირდება ზუგდიდს. ეს გახლავთ მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში თანმიმდევრული განვითარება, ინფრასტრუქტურული განახლების უფრო მეტი ტემპი, ეკონომიკის გაძლიერება და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ შვილებზე, მომავალ თაობაზე უკიდურესი ზრუნვა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლებისა და სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობა და მათი ყოველმხრივი ინტერესების დაკმაყოფილება, რათა შევანელოთ მუნიციპალიტეტიდან მათი მიგრაციის ტემპი, რა თქმა უნდა მთავარი საზრუნავი ეს გახლავთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა და მათი განსახლების პროცესის დასრულება უახლოეს წლებში, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.


სწორედ ამ პრიორიტეტებით, ამ მიზნით მოვდივართ და ვაგრძელებთ ქართული ოცნების გუნდი თვითმმართველობის განხორციელებას და მოგიწოდებთ იაქტიუროთ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მისცეთ ხმა „ქართული ოცნებას", მისი მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს, როგორც უალტერნატივო საწინდარს ზუგდიდის უკეთესი მომავლისა. შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში ნომერი 41.

ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.