ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გია აბაშიძე: ცესკოს ეს მორიგი შემაშფოთებელი განცხადება ცხადყოფს, თუ რა ფსევდო-რევოლუციისთვის ემზადება რევანშისტული ძალა

1-10-2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, თავის facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცესკოს განცხადებას ეხმაურება.


,,იმის მიუხედავად, რომ ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევაში - "როდესაც დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის ინსტრუმენტია" - ხაზგასმით ჩამოვთვალე რადიკალური ოპოზიციის მიერ 2 ოქტომბერს დაგეგმილი დესტრუქციული "მენიუ" და ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.


ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ეს მორიგი შემაშფოთებელი განცხადება ცხადყოფს თუ რა ფსევდო-რევოლუციისთვის ემზადება რევანშისტული ძალა.


ცხადია, ეს ყველაფერი საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღების ცენტრშია და დასკვნებიც ადეკვატური იქნება.


ვერც სააკაშვილის კლოუნადა, ვერც ძალადობა, ვერც შანტაჟი და გაყალბების იმიტაცია ვერ შეაფერხებს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს!'' - წერს გია აბაშიძე.