გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

1-10-2021

კენჭისყრის დღემდე ერთი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში ჩართულობისთვის.


შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვების სურვილი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები და მიგნებები.


შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შორის 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგა.