გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა პარტიამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოიპოვა

1-10-2021

მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით. დღეს 1-ლი ოქტომბერია, ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ გამარჯვებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, ბუნებრივია, ჩვენთვის იყო გარდამტეხი, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ვინაიდან, მაშინ ცხოვრება მართლაც წარმოუდგენელი იყო.


„წარმოუდგენელი იყო ცხოვრების გაგრძელება ასეთი რეჟიმის პირობებში და მართლაც, მაშინ, რომ იტყვიან, ერი და ბერი გაერთიანდა სწორედ ჩვენი ლიდერის, დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო და მართლაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა. რა სიმბოლური დამთხვევაა, რომ დღეს, სწორედ 9 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ჩვენ 9 წლიანი მმართველობა, დიქტატურა დავამარცხეთ და დავასრულეთ ქვეყანაში, მთავარი შემოქმედი, მეორეს მხრივ, ანტიპოდი და მთავარი მჩაგვრელი ადამიანი, ბატონი სააკაშვილი იქნა დაკავებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.