გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას

1-10-2021

ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შემთხვევით არ გამიხსენებია, ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დააკავეს იმ დროს, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეგნებულად არ საუბრობდა ღიად იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, რადგან ოპერატიულ ტაქტიკას იყენებდნენ სასურველი შედეგის დასაყენებლად.


"მე დღეს გავიხსენე ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და შემთხვევით არ გამიხსენებია, ვინაიდან ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას. მე ასევე ვახსენე, რომ სამწუხაროა, რომ ეს მასხარა კაცი, მე ასეთი შედარება, ეპითეტი გამოვიყენე, ვინაიდან, მართლაც, რა შეიძლება უწოდო ასეთ ადამიანს, თუ არა არასერიოზულობა, რომელიც მან გამოამჟღავნა ყველა იმ უბედურებასთან ერთად, რომელიც მან მანამდე ჩვენს ქვეყანას დამართა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ ყოფილი პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ამის თაობაზე ინფორმაცია, ძალიან მარტივად ვეტყვი საზოგადოებას, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. მე აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან მათაც დღეს ამის საპირისპირო განცხადების გაკეთება მოუწიათ, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად. სააკაშვილის დაკავება დღევანდელ, ამ სიმბოლურ დღეს, 1 ოქტომბერს დაემთხვა, ბუნებრივია, ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილი, მთავარი სულის ჩამდგმელი 1 ოქტომბრის, მე ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლური დამთხვევაა. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, შეიძლება ასეც ვივარაუდოთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.