გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა

1-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, სადაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს უფლებამოსილება მიეცათ, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი მთლიანად არადისტანციურ ფორმატში წარმართონ. პროცესი ნებაყოფლობითია და სასწავლებლები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უპირველესი მიზანია მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. ამიტომ, თუკი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დასწრებული ფორმით წარმართავენ სასწავლო პროცესს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციები.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოუწოდა რექტორებს, მაქსიმალურად გააქტიურდნენ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუდიტორიებში სწავლის განახლება დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია, ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი და მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

მინისტრის მოწვევით შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა, რომელმაც რექტორთა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და მათ კითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა უნივერსიტეტების რექტორებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.