გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

2-10-2021

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.


იოსებ ხახალეიშვილის თქმით, იგი საკუთარ და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქუთაისის წინსვლას, უკეთეს ხვალინდელ დღეს.


„ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და იქნება მომავალი წარმატებისა და წინსვლის საფუძველი", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.