გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ზალკალიანი სააკაშვილზე: დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა

2-10-2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.


„ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. გასაგებია მათი პოზიცია, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის.


დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული," - განაცხადა მინისტრმა.