გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცესკოს თავმჯდომარე ნორვეგიის ელჩს შეხვდა

2-10-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰელენ სანდ ანდერსენს შეხვდა. კენჭისყრის დღე და არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო შეხვედრის მთავარი თემა.


გიორგი კალანდარიშვილმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ყველა იმ სიახლეზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე ახორციელებს.


ცესკოს თავმჯდომარისა და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა.