გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცესკო: ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა

2-10-2021

ელექტროენერგია კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და შესაბამისად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე; რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს; აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება.


ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.


კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.