გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

24 საათში კოვიდ ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 292 პირი

3-10-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 626 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 617 753-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 589 791.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 038 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 229, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 36, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 125, კახეთი - 168, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 898 საიდანაც:
• 4 102 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 452, აჭარაში - 354, იმერეთში - 888.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 983 პირი, მათ შორის, თბილისში - 356, აჭარაში - 108, იმერეთში - 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 248 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 24, იმერეთში - 27.
• 675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 169 - აჭარაში.
• 14 121 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

➢ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 0.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 373 ადამიანი.