3-10-2021
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და პირდებათ, რომ მათი ნდობის გასამართლებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და განაგრძობს ბოლნისის განვითარებას.
„ძვირფასო ბოლნისელებო, მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ბოლნისი თითოეული ჩვენგანის სახლია და კვლავ, ერთად განვაგრძობთ მისი უკეთესი მომავლის შექმნას.
ჩემთვის დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა განმეორებით გამოცხადებული თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენნებ იმისათვის, რომ თქვენი ეს დიდი ნდობა კვლავ გავამართლო!“ - აცხადებს დავით შერაზადიშვილი რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლის 73.06% ნდობა მოიპოვა.