გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით ბახტაძე:ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!

3-10-2021

54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში პარტიამ ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” დამაჯერებლად გაიმარჯვა.


ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ ხმათა 60.29 % აიღო, პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”-მ 52.24 %.


დავით ბახტაძე: ,,ყველა სიტყვა უფერულია იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც თქვენ წინაშე ვგრძნობ ძვირფასო სამტრედიელებო. 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დამანახა სამტრედიელების გონიერება, ერთგულება და გვერდით დგომა. ეს მაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ბოლომდე დავიხარჯო . მადლობა, რომ ჩვენს გუნდს კიდევ ერთხელ ანდეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის მომავალი. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!"