გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსლან აბაშიძემ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

5-10-2021

1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.


დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.