გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

5-10-2021

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან. ჰულუსი აკართან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობას.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთისგან მიღებულ ექსპერტულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რამაც თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰულუსი აკარს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების საქმეში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.


თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს.