გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაჭერაზე: 9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი და აღსრულდა სამართლიანობა

5-10-2021

„9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი, აღსრულდა სამართლიანობა და ადამიანი, რომელიც ბრალდებულია უამრავ დანაშაულში, დღეს დამსახურებულად იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჭერას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, სხვა დანაშაულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი დანაშაული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის რუსეთის ფედერაციისთვის ჩაბარებაა.


„შეგახსენებთ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მცირე და ზოგად ჩამონათვალს - ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, რაც ხდებოდა, როგორც ციხეებში, ასევ ციხეებს გარეთ. ეს იყოს სწორედ მისი რეჟიმის დანაშაული. ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვა- გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს იყო ტელევიზიების მონოპოლიზაცია, მედიასაშუალებების სრული მიტაცება, ეს იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი - ათასობით ადამიანს აჩუქებინეს სახელმწიფოზე ქონება და ა.შ. და ბოლოს ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი დანაშაული ამ ადამიანის და მისი რეჟიმის - ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთი ფედერაციისთვის. დღეს ამ დანაშულთა ჩამდენი პათოლოგიური პოლიტიკოსი და ადამიანი არის ციხეში, რაც ნიშნავს სამართლიანობის და კანონის აღსრულებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.