გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახა კახიშვილი: მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება

5-10-2021

„ნამდვილად არ მიხარია არავის ციხეში ყოფნა, მითუმეტეს ამ სისტემის მინისტრი ვიყავი, მაგრამ სხვაობა მინდა ნახოთ. როდესაც ბატონი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს, სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ. მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა რა სასამართლო განიხილავდა და რამდენ ბრალს დაუტოვებდნენ და რამდენ ბრალს არა, იმაზე ფიქრობდნენ ცოცხლები გამოვიდოდნენ იქიდან თუ არა. შეგნებულად ჩასვამდნენ თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან, რომ გადადებოდათ, თუ არ ჩასვამდნენ. დღეს როდესაც ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების გამოხატულება. წლების მანძილზე ეს იყო უკიდურესი, ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს არის ჩვენი დამსახურება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც ამ სისტემის და ხელმძღვანელების დამსახურებაა იმიტომ, რომ ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად და დაკავება არ მომხდარა ღირსების შელახვის საფუძველზე. ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ გვახსოვს ღირსების შემლახავი დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალბატონებს ღამე." - განაცხადა კახა კახიშვილმა.