გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნებზე განცდილი მარცხის შემდეგ ოპოზიცია ისევ ცესკოს ებრძვის

5-10-2021

-ადგილობრივი არჩევნები დასრულდა და როგორ შეაფასებდით მათ შედეგებს


- საქართველომ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. არჩევნები რომ დემოკრატიულად, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ამის ინდიკატორია თუნდაც ის რომ დედაქალაქში, თვითმმართველ ქალაქებში და 20 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური იმართება. ხელისუფლება, სურვილის შემთხვევაში, როგორმე მოახერხებდა სასურველი შედეგების ორგანიზებას პირველივე ტურში, მაგრამ როგორც ხედავთ ეს არ მოხდა. ის კი არა ჩვენ შეიძლება ზოგ მუნიციპლაიტეტში ოპოზიციური საკრებულოც კი მივიღოთ, რაც ასევე მეტი დემოკრატიისკენ წინ წადგმული ნაბიჯია.


მოგეხსენებათ ამ არჩევნების შედეგზე კონკრეტულად კი მიშელის დოკუმენტით „ქართული ოცნებისთვის“ დაწესებულ იმ საკრალურ 43%-ზე იყო დამოკიდებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მმართველმა პარტიამ ეს ბარიერი დაძლია და შესაბამისად ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ’  აჩვენა პრაქტიკულად იგივე შედეგი რაც საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ადასტურებს, რომ მან ლეგიტიმურად მიიღო ის პროცენტები რაც მიიღო და დააკომპლექტა მთავრობა.


ასევე ჩავარდა ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური გეგმა - გადაექცია ეს ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად საგარეო პოლიტიკურ კურსზე რაც თავისთავად აპრიორი პოლიტიკური ანაქრონიზმი იყო და კარგია რომ ამომრჩეველმა მათ ამის საშუალება არ მისცა


-თუმცა, ოპოზიცია რატომღაც საკუთარ გამარჯვებაზე საუბრობს, ამავდროულად არჩევნების გაყალბებაზე  მიუთითებს და და ისევ ცესკოსკენ იშვერს ხელს, ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტში დაბარებას. როგორ ახსნით ოპოზიციის ტაქტიკას?


-ვფიქრობ ცესკოს თავმჯდომარეს არ ექნება პარლამენტში მისვლის პრობლემა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. განახლებული ცესკო ისედაც მუშაობდა საზოგადოების და მათ შორის პოლიტიკოსების ინტენსიური ინფორმირების რეჟიმში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოპოზიცია, რომელიც ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკულ დღეებში ცდილობს დამარცხება გამარჯვებად წარმოაჩინოს, ყველაფერს გააკეთებს გარკვეული ხნის განმავლობაში პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად, იქნება აპელირება საჩივრებზე, დარღვევებზე და ვფიქრობ ცესკო უნდა მოემზადოს ამჯერად უკვე პოსტ-საარჩევნო შეტევების მოსაგერიებლად


-საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადმა შეფასებებმა, მათ შორის აშშ-ს საელჩოს განცხადებამ, არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია და თქვენ როგორ შეაფასებდით მათ, მათ შორის ცესკოს-თან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ფართო საზოგადოება მიუხედავად იმისა ეხება ეს ცესკოს თუ არა, მაინც მასზე ფოკუსირდება


-აშშ-ს საელჩოს განცხადება მართლაც წინააღმდეგობრივი იყო. ერთი მხრივ ამბობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას იზიარებენ და იქვე აცხადებენ, რომ არჩევნების სამართლიანობა საეჭვოა. ამავე დროს ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა თავის პირველ შეფასებაში საგანგებოდ აღნიშნა რომ თვითმმართველობისარჩევნებიკარგადმართულიიყო, და დადებითად შეაფასა არჩევნების ის ასპექტები რაც ცესკოს კომპეტენციაში შედიოდა. ის რომ გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული, რაზედაც დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს, ამაზე ცესკო ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა რადგანაც ეს მთლიანად პოლიტიკური აქტორების პასუხისმგებლობაა. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ  ცესკომ იმუშავა და არჩევნების ადმინისტრირება ჯერეოვან დონზე მოახდინა ინტენსიური ზეწოლის და ცილისწამების პირობებში, რომელიც მოდიოდა როგორც პოლიტიკური აქტორების, ასევე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მე მოვიპოვე ინფორმაცია და თუკი რამეზე შეიძლება ცესკოს მოედავო, ეს მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურული დარღვევებია, რომლებიც გასწორდა და რაც მთავარია მათი რაოდენოდა და ხარისხი ვერანაირად ვერ მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზე.


ასე რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მცდელობა პარლამენტში დაიბარონ ცესკოს თავმჯდომარე და იქ მორიგი პოლიტიკური შოუ დადგან, უკვე ნანახი კინოა.