5-10-2021
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში წარმატებით მოღვაწე პედაგოგებს შეხვდა და პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა დამსახურებისა და მათი ღვაწლის წარმოჩენა.
პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.