გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

6-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, 2021 წლის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. მარადისისა და სოფ. კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლამარა ბოლქვაძეს გადასცა.


მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ღონისძიებაში „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო” და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, „მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული.


„გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის გაზრდისა და ამ მიმართულებით ცოდნის დონის ამაღლებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა, არცერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული და კვალიფიციური პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამარ ალადაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეხუთე წელია „მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს იმ პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი განათლების კუთხით და ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა.


სამინისტროს ცნობით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს იმართება. 2021 წელს, კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი ქ. თბილისის წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა.