6-10-2021
2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებულ სკოლადამთავრებულ მოსწავლეებს, 2021 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, ფულადი ჯილდო გადაეცა.
პროგრამას, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ახორციელებს, ოქროს მედალოსნებს - 500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 300 ლარი ჩაერიცხა. ჯამში პროგრამის ფარგლებში 15 500 ლარი დაიხარჯა.