გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყება

7-10-2021

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 11 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, უფლება აქვს გამოიყენოს დარეგისტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა - KET, PET და CAE-ის გამოცდებისათვის გვიანი რეგისტრაცია 23 ოქტომბერს დაიწყება და 26 ოქტომბერს 18:00 საათზე დასრულდება, FCE-ის გამოცდის გვიანი რეგისტრაცია კი 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.


სარეგისტრაციო ფორმასთან და პროცედურებთან, გამოცდების განრიგთან და მათში მონაწილეობის საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 15 წელზე მეტია ორგანიზებას უწევს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ გამოცდებს, რომელთა მიზანიც საგანმანათლებლო შეფასებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების, პროფესიული ტესტირებებისა და სახელმწიფო შეფასების გარდა ცენტრი ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის ჩატარების ლიცენზიას. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს.