გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მედიალაბმა NASA Space Apps Challenge 2021-ში მიიღო მონაწილეობა

7-10-2021

მედიალაბმა NASA Space Apps Challenge 2021-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში, მედიალაბის თანამშრომლებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ჩაატარეს ტრენინგი, როგორიცაა პროტოტიპირება და პროდუქტის გამოყენებადობის ტესტირება.

ინოვაციური პროდუქტის შექმნამდე მისი პირველადი, სატესტო ვერსიის შექმნას არა მხოლოდ სტარტაპები, არამედ ისეთი დიდი ორგანიზაციებიც კი მიმართავენ როგორიც გუგლი, ამაზონი და ნასაა. ტრენინგის მიზანი პროტოტიპის შექმნის მიდგომებისა და მისი რეალურ მომხმარებელზე ტესტირების სწავლება იყო.


COVID-19 პანდემიის ფონზე, საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space app-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში ჩაეტარებინა.


NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარებს და სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით ადამიანებს აერთიანებს. Space Apps Challenge 2021 ისეთ გამოწვევებს და მიმართულებებს დაეთმო, როგორიც ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირება, გეიმინგი, მონაცემთა ორგანიზება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია.


NASA Space Apps Challenge 2021 Startup Büro-ს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა (GITA). ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც იდეა, ცოდნა და თემის მიმართ ინტერესი ჰქონდა.


მედიალაბი კომუნიკაციების კომისიის მიერ დაარსებული მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ციფრულ მედიაში საინტერესო პროექტების მხარდაჭერას და დაფინანსებას ისახავს მიზნად. ეს არის ლაბორატორია, ინკუბატორი და ახალი შესაძლებლობები სტარტაპერებისთვის, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს. მედიალაბის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს მედიისა და კომუნიკაციების სფეროს ინოვაციას, მოიზიდოს მედიისა და კომუნიკაციის სფეროში შემოქმედებითად და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები, უზრუნველყოს ბიზნესებისა და ინვესტორების ჩართულობა და ხელი შეუწყოს ძლიერი startup community-ის შექმნას, გაზარდოს ასევე ცნობადობა მედია პროდუქტების მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის, სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა თუ გამოწვევებზე. გარდა ამისა, მედიალაბს აქვს საერთო სამუშაო სივრცე ე.წ. co-working space. აღნიშნული სივრცით სარგებლობა დიზაინერებს, დეველოპერებს, UX/UI დიზაინერებს, ასევე, მედიისა და კომუნიკაციების სფეროში სტარტაპერებს შეუძლიათ.