გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

8-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება პირადად მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის პრევენციის კუთხით სრული მობილიზაციაა, სკოლების პერსონალის დიდი ნაწილიაცრილია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, ყველა ზედმიწევნით იცავსჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთადასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

 

ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან საუბრისას საგანმანათლებლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მოზარდების განვითარების პროცესში სკოლა გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ეს არის ბავშვებისთვის სოციალიზაციის მთავარი ადგილი. შესაბამისად, განათლების სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდეს.

 

ეკატერინე დგებუაძე: „ჩვენ უკვე გვაქვს სასკოლო სივრცეში პანდემიის მართვის საკმაო გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ.აქტიურად გავაგრძელებთ სკოლებში, როგორც უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს, ასევე, სასკოლო პერსონალის ვაქცინაციისა და მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირების პროცესს, რაც სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შენარჩუნებაში დაგვეხმარება.“

 

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში განახლდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსის – სადეზინფექციო ხსნარების, პირბადეების, თერმოსკრინინგის აპარატებისა და დეზობარიერების მარაგით უზრუნველყო.