გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სააკაშვილმა საკვების მიღება დაიწყო და ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი იყიდა

9-10-2021

მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.


უწყების ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.


„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტებზე მათ შორის ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე"- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა. მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მერვე დღეა იმყოფება.