გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა, ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები

9-10-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.


საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების და მისი შედეგების შესახებ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა.


მინისტრის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე პოლიციის შესაბამისი ძალები რჩებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებენ.


"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ძალიან მძიმე სიტუაციაა 9 ადამიანია გარდაცვლილი და ყველას ვუსამძიმრებ, უმძიმესი დღე იყო გუშინ, დღესაც რა თქმა უნდა. ახლა ვიპოვეთ, 5 წუთის წინ მეცხრე გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით.


ჩვენი ვარაუდით არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია, ხოლო დანარჩენი სრულწლოვანები. დაკავებულია 3 ადამიანი, როგორც გითხარით და გრძელდება გამოძიება.


პოლიციელები დარჩებიან შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა, უკანა ეზოშიც მოხდება გაკეთება ბარიერების, რომ არ შევიდეს ხალხი იმ ზონაში, რომელმაც შესაძლოა საფრთხე გამოიწვიოს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის ადგილას საძიებო - სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 - მდე მეხანძრე - მაშველი და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.