გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალგაზრდულ მრჩეველთა ახალარჩეული საბჭოს პირველივე სხდომაზე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის" პროექტი განიხილეს

10-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალარჩეული ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში იყო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა, საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა და ჯგუფების ხელმძღვანელების არჩევა, ასევე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის" პროექტის განხილვა.


ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მარიამ ვარდოსანიძე, ხოლო მოადგილედ - ლევან ნადირაძე. რაც შეეხება თემატურ ჯგუფებს, ისინი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - ახალგაზრდული ბანაკების თემაზე შეიქმნა ჯგუფი ხუთი წევრის შემადგენლობით (ხელმძღვანელი - ლელა ნაპირელი), ახალგაზრდული მუშაკის მიმართულებაზე იმუშავებს ასევე ხუთკაციანი ჯგუფი (ხელმძღვანელი ლილიანა ჯიშკარიანი), ახალგაზრდულ საკითხებზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით - შვიდწევრიანი ჯგუფი (ხელმძღვანელი ედა გოჯაევა), ხოლო ახალგაზრდული მოხალისეობის მიმართულებაზე იმუშავებს ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით (ხელმძღვანელი ლევან ყაულაშვილი).


საბჭოს სხდომაზე განიხილეს „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის" პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც საბჭოს წევრებს ჰქონდათ შენიშვნები, მოხდა პოზიციების შეჯერება და გადაწყდა, რომ შენიშვნები დოკუმენტში შემდგომი ასახვის მიზნით წარედგინება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს. შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ახალგაზრდული მუშაკის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ თავად შეხვდნენ ახალგაზრდულ მუშაკებს და მათგან და სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღონ უფრო დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა გაკეთდა ამ მიმართულებით. ამასთან, საბჭოს წევრების შენიშვნა ეხებოდა ახალგაზრდული ბანაკების საკითხს. კერძოდ, საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიის პროექტში ახალგაზრდული ბანაკების საკითხი სათანადოდ არ არის ასახული. დაბოლოს, საბჭოს წევრების შენიშვნა ეხებოდა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. საბჭომ მიიჩნია, რომ სტრატეგიის პროექტში ამ თემაზე ჩანაწერი ძალიან ზოგადია და საჭიროებს ცვლილებებს.