გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განვიხილეთ, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის

10-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განიხილეს, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის.


"სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.