გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები; ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული

11-10-2021

მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამას გარდა, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში.


„ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა, თუ გაუფრთხილებლობა, ამას, ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.